ტურინის „იუვენტუსის“ 19-წლამდე გუნდი ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის „ოთხთა ფინალში“ გავიდა!
ტურინულმა კლუბმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია, რადგან „იუვე“ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველად თამაშობს.
მეოთხედფინალში „იუვემ“ „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა. ანგარიში 66-ე წუთზე ფაბიო მირეტიმ მატიას სულეს პასით გახსნა. აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა საგოლე გადაცემა ქუსლით გააკეთა. ვთქვათ ისიც, რომ მირეტიც და სულეს ბოლო დროს მთავარ გუნდთან ერთად რეგულარულად ვარჯიშობენ. საბოლოო ანგარიში 69-ე წუთზე ბენინელმა ფორვარდმა ანგე ჩიბოზომ დააფიქსირა, ამჯერად საგოლე პასი მირეტიმ გააკეთა.
ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის „ოთხთა ფინალი“ 22-25 აპრილს შვეიცარიაში გაიმართება, დანარჩენი სამი მონაწილე კი ოდნავ მოგვიანებით გაირკვევა.