ტურინის „იუვენტუსში“ პოლ პოგბას შესაძლო დაბრუნებაზე იტალიური მედია უკვე პრაქტიკულად ყოველდღე წერს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სიტუაცია მართლაც სერიოზულადაა.
როგორც ცნობილია, „იუვე“ მზადაა პოგბას სეზონში 7-8 მილიონი ევრო შესთავაზოს და ფრანგი ფეხბურთელიც თანახმაა ხელფასი დაიკოს და იტალიურ გრანდში დაბრუნდეს. პოლს მეორე არჩევანიც აქვს – პსჟ, მაგრამ უპირატესობას თავის ყოფილ კლუბს ანიჭებს.
Tuttosport-ის ცნობით, „იუვეს“ ხელმძღვანელობა პოლ პოგბას წარმომადგენელ რაფაელა პიმენტას ორშაბათს შეხვდება და პირველ შეთავაზებას ოფიციალურად გააკეთებს. პიმენტა მინო რაიოლას გარდაცვალების შემდეგ იცავს პოგბას ინტერესებს.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება. მან „იუვენტუსში“ 2012-2016 წლებში 178 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა.