ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელების ნაწილს იტალიის თასის ფინალში მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში კომენტარი არ გაუკეთებიათ, რამდენიმე ფეხბურთელმა კი უკვე გამოაქვეყნა ემოციური პოსტი. ამ მხრივ, განსაკუთრებით დუშან ვლაჰოვიჩი და ალვარო მორატა გამოირჩნენ.
„ასეთი მატჩები ტკივილს იწვევს. თუმცა თუ ერთი რამ ვისწავლე, ეს არის ის, რომ მზად ვარ შენთან ერთად ჯოჯოხეთში ჩავიდე, თუ ეს სამოთხეში დასაბრუნებლად საჭიროა“, – დაწერა ვლაჰოვიჩმა.
„როცა იმარჯვებ მიყვარხარ, მაშინაც მიყვარხარ, როცა მარცხდები. ფორცა „იუვე“, – დაწერა მორატამ.
„ბოლომდე ფორცა „იუვენტუსს“, – დაწერა ლეონარდო ბონუჩიმ.
„გამარჯვებისა და დამარცხების დროსაც ბოლომდე, როგორც ერთი ოჯახი, რომ წარუმატებლად დავძლიოთ“, – დაწერა ხუან კუადრადომ.
„ბოლომდე“, – ეს ლუკა პელეგრინის პოსტია.
„როგორც უკვე იცით, ეს ჩემი ბოლო სეზონია „ბიანკონერიში“. ყველა გულშემატკივარს, ვინც ჩემს გვერდით იყავით, ორშაბათ საღამოს სტადიონზე გელოდებით, რომ ერთად აღვნიშნოთ ვნების მთელი ეს წლები მიყვარხართ“, – დაწერა კიელინიმ.
„წარუმატებლობისგან, მარცხისგან ვიპოვით ენერგიას და მოტივაციას, რომ პროგრესი გავაგრძელოთ და კვლავ გავიმარჯვოთ. ეს „იუვენტუსის“ დნმ-შია და დარწმუნებული ვარ, მალე ამ გზას დავუბრუნდებით“, – დაწერა მატია პერინმა.