ტურინის „იუვენტუსის“ გულშემატკივრები სოციალურ ქსელში წერენ, რომ სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილონი არიან. ისეთი ფანებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ხვიჩა კვარაცხელიას დაკარგვას ნანობენ და წერენ:
„ქართველი, რომელიც „ნაპოლიმ“ იყიდა, ნამდვილი ჩემპიონია და ჩვენი იყო. რატომ გავუშვით ასე იოლად ხელიდან?“
„დამტვრეული მოთამაშეები ვიყიდეთ, რატომ არ მივაქციეთ ყურადღება კვარაცხელიას?“
„იმედგამაცრუებელი სატრანსფერო კამპანია“.
„რამდენი შეცდომა დავუშვით ბაზარზე“.
შეგახსენებთ, რომ ფაბიო პარატიჩის ხვიჩა კვარაცხელიას „იუვეში“ ტრანსფერი პრაქტიკულად შეთანხმებული ჰქონდა, მაგრამ მისი გუნდიდან წასვლით ეს გარიგებაც ჩაიშალა და ქართველი „ნაპოლიში“ აღმოჩნდა.