წარმოგიდგენთ ტურინის „იუვენტუსისა“ და მისი ფეხბურთელების სტატისტიკურ მონაცემებსა და საინტერესო ფაქტებს, რომლებიც სერია A-ს განვლილი 28 ტურის შემდეგ დაფიქსირდა.
5 – 15 ოქტომბრიდან მოყოლებული „იუვენტუსმა“ სერია A-ს 11 საშინაო მატჩში მხოლოდ 5 გოლი გაუშვა და 7-ჯერ კარი მშრალად შეინახა. ევროპის ტოპ 5 ლიგაში მხოლოდ „ლივერპულმა“ და პსჟ-მ გაუშვეს ამ პერიოდში უფრო ნაკლები გოლი (4) და არცერთ გუნდს არ შეუნახავს კარი უფრო მეტჯერ მშრალად.
14 – „იუვენტუსს“ სერია A-ში 14-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (9 მოგება, 5 ფრე) და ბოლოს 27 ნოემბერს, შინ „ატალანტასთან“ დამარცხდა (0:1). „ბიანკონერის“ ასეთი კარგი სერია 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის მარტის პერიოდიდან მოყოლებული პირველად აქვს. მაშინ ალეგრის გუნდმა მიჯრით 31 თამაში არ წააგო.
18 – „იუვენტუსმა“ სერია A-ს 28 ტურიდან 18-ში პირველ ტაიმში გოლი არ გაუშვა და მხოლოდ „ნაპოლის“ აქვს უკეთესი შედეგი (20).
2 – „იუვენტუსის“ კარის ჩარჩოში ზუსტად მიმდინარე სეზონში 85-ჯერ დაარტყეს და ეს რიგით მეორე საუკეთესო შედეგია. მხოლოდ „ტორინოს“ დაურტყეს უფრო ცოტა – 78.
1 – დუშან ვლაჰოვიჩი სერია A-ს ბომბარდირთა დავას 20 გოლით ლიდერობს და ასე იქნებოდა პენალტების გარეშეც (15). დუშანი ასევე პირველი დარტყმების რაოდენობით (91) და კარის ჩარჩოში დარტყმებით მეორე (44), ერთი დარტყმით ჩამორჩება ჩირო იმობილეს.
1 – „იუვენტუსში“ ყველაზე მეტად საგოლე შანსს ხუან კუადრადო ქმნის და პაულო დიბალას შემდეგ (36) მეორე დრიბლინგებით (35). ასევე მეორეა მოპოვებული ბურთების რაოდენობით (129), აქ ლიდერი მანუელ ლოკატელია (148).
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი