ტურინის “იუვენტუსი” სერია მეოთხე ტურში “სპეციას” უმასპინძლებს. მასიმილიანო ალეგრი შემადგენლობაში მცირე რაოდენობით ცვლილებებს დიდი ალბათობით მოახდენს.
გუნდს დაუბრუნდა ანხელ დი მარია, მაგრამ არგენტინელი ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ მზად ჯერ არაა. სავარაუდოდ, შედგება ფედერიკო გატის დებიუტი, რომელსაც იტალიური მედია ძირითადში ვარაუდობს.
შჩესნი; დანილო, ბრემერი, გატი, დე შილიო; რაბიო, ლოკატელი, მირეტი; კუადრადო, ვლაჰოვიჩი, კინი.
ასეთია იტალიურ პრესაში გავრცელებული 11-ეული, რომელიც სავარაუდოდ “სპეციასთან” ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ მატჩი 31 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.