ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს პირველ ტურში 15 აგვისტოს, „სასუოლოს“ უმასპინძლებს. მატჩამდე ორი დღით ადრე იტალიურ მედიაში ტურინელთა სავარაუდო შემადგენლობა გამოქვეყნდა.
(4-3-3): პერინი; დანილო, ბონუჩი, ბრემერი, ალექს სანდრო; ზაკარია, ლოკატელი, ფაჯოლი/მაკკენი; დი მარია, ვლაჰოვიჩი, კოსტიჩი
თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ მასიმილიანო ალეგრი 3-5-2 სქემით ითამაშებს და ამ შემთხვევაში სავარაუდო შემადგენლობა ასეთია:
(3-5-2): პერინი; დანილო, ბონუჩი, ბრემერი; კუადრადო, ზაკარია, ლოკატელი, ფაჯოლი/მაკკენი, კოსტიჩი; დი მარია, ვლაჰოვიჩი
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სასუოლოს“ მატჩით პირველი ტური დასრულდება და შეხვედრა ორშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.