ტურინის “იუვენტუსი” სერია A-ს მეცხრე ტურში “ინტერს” ესტუმრება. იტალიური მედია მატჩამდე სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებს.
როგორც ყველა წამყვანი გამოცემა იტყობინება, მასიმილიანო ალეგრი 3-5-2 სქემით ითამაშებს. სასტარტოში სავარაუდოდ ვერ მოხვდებიან მატიას დე ლიხტი, ფედერიკო კიეზა და როდრიგო ბენტანკური, მათ ჯორჯო კიელინი, ვესტონ მაკკენი და დეიან კულუშევსკი ჩაანაცვლებენ.
შჩესნი; დანილო, ბონუჩი, კიელინი; კუადრადო, მაკკენი, ლოკატელი, ბერნარდესკი, ალექს სანდრო; კულუშევსკი, მორატა.