ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მესამე ტურში „რომას“ უმასპინძლებს. იტალიური მედიის ცნობით, მასიმილიანო ალეგრის გუნდს ამ მატჩში ლეონარდო ბონუჩი დაუბრუნდება, რომელსაც „სამპდორიასთან“ არ უთამაშია.
ბონუჩის გარდა, სხვა ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნება ამ დროისთვის მოსალოდნელი არ არის.
ამ კვირაში სამედიცინო შემოწმება ისევ ჩაუტარდება ანხელ დი მარიას, იმ იმედით, რომ კარგ ცნობებს მიიღებენ, თუმცა, არგენტინელის „ჯალოროსისთან“ თამაში ამთავითვე გამორიცხულია.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ორ ტურში 4 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას 27 აგვისტოს, შინ „რომასთან“ გამართავს.