ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ლეანდრო პარედესი ტრავმირებულია და გუნდს უახლოეს შეხვედრებში ვერ დაეხმარება.
არგენტინელ ფეხბურთელს ბარძაყის დაზიანება აღენიშნება და როგორც ოფიციალურად განცხადებაში აღნიშნული, გამოჯანმრთელებას მინიმუმ 15 დღე დასჭირდება.
ასე რომ, დიდი ალბათობით, არგენტინელი მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზამდე „იუვეს“ ვერ დაეხმარება, რაც ტურინელთათვის მორიგი სერიოზული დანაკლისია.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ უახლოეს შეხვედრას სამშაბათს, სტუმრად ლისაბონის „ბენფიკასთან“ გამართავს.