ტურინის “იუვენტუსს” ხუან კუადრადო, ალექს სანდრო და მატია დე შილიო დაუბრუნდნენ. როგორც “ბებერი ქალბატონის” ვებგვერდი იტყობინება, დღეს სამივე ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ივარჯიშა.
კუადრადო გაციებული იყო და გამოჯანმრთელდა, ხოლო ალექს სანდროს და დე შილიოს ტრავმები აწუხებდათ. თუმცა, ისინი “სამპდორიასთან” მატჩისთვის უკვე შეუფერხებლად ემზადებიან.
ეს უდავოდ კარგი ამბავია მასიმილიანო ალეგრისთვის, რომელსაც ტრავმების გამო ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლია.
შეგახსენებთ, რომ “სამპდორიასა” და “იუვენტუსის” მატჩი 12 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.