ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ხუან კუადრადო „სასუოლოსთან“ ვერ ითამაშებს. კოლუმბიელი ფეხბურთელი განაცხადში არაა.
კუადრადოს მარცხენა ფეხის კუნთზე მცირე დაზიანება აღენიშნება. ჯერჯერობით, უცნობია ტრავმის ხარისხი, მაგრამ ფაქტია, რომ უახლოეს მატჩში ვერ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ „სასუოლოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 25 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.