მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვეს” იტალირი დერბი კუადრადომ მოაგებინა და შანსი შენარჩუნდა

“იუვეს” იტალირი დერბი კუადრადომ მოაგებინა და შანსი შენარჩუნდა

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი შეინარჩუნა. ანდრეა პირლოს გუნდმა 37-ე ტურში „დერბი დ’იტალიაში“ მილანის „ინტერს“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში აჯობა.

პირველ ტაიმში „იუვე“ გაცილებით აქტიური და კარგი იყო, რაც შედეგშიც აისახა. 24-ე წუთზე ჯორჯო კიელინის მოპოვებული პენალტი კრიშტიანუ რონალდუმ შეასრულა, რომელსაც სამირ ჰანდანოვიჩმა აჯობა, მაგრამ დამატებაზე პორტუგალიელი პირველი იყო და ტურინელები დაწინაურდნენ. თუმცა, 10 წუთში პენალტი მასპინძელთა კარის მიმართულებით დაინიშნა და რომელუ ლუკაკუმ ანგარიში გაათანაბრა. მიუხედავად ამისა, ტაიმის ზედ ბოლო წუთზე ხუან კუადრადომ შორი მანძილიდან გაისროლა და „ბიანკონერიმ“ ტაიმი დამსახურებულად მოიგო.

მეორე ნახევარი კი პირლოს გუნდისთვის ურთულესი გამოდგა. 58-ე წუთზე როდრიგო ბენტანკურმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, რის შემდგომაც, „იუვეს“ ძალიან გაუჭირდა და არათუ ვეღარ უტევდა, მეტოქის ნახევარზეც ვერ გადადიოდა. მილანელთა მასირებულ იერიშებს ტურინელები უმკლავდებოდნენ, მაგრამ 83-ე წუთზე ანგარიში მაინც გათანაბრა. ჯორჯო კიელინიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. თავდაპირველად გოლი გაუქმდა, მაგრამ მსაჯმა ვიდეორეფერისთან გადაამოწმა და გაირკვა, რომ ლუკაკუ კიელინისთან ბრძოლაში წესს არ არღვევდა – 2:2.

ამ დროს „იუვენტუსი“ უკვე განწირული ჩანდა, რადგან ფრე ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსის თითქმის დაკარგვას უდრიდა. თუმცა, თამაშის გმირი ხუან კუადრადო იყო, რომელმაც 88-ე წუთზე პენალტი მოიპოვა და თავადვე უნაკლოდ შეასრულა – 3:2. კოლუმბიელმა ორ წუთში წითელი ბარათიც გამოიმუშავა და მარსელო ბროჟოვიჩი გააძევეს, მერე კი თამაში დასრულდა.

„იუვენტუსმა“ 75 ქულა დააგროვა და ბოლო ტურში „ბოლონიასთან“ სტუმრად ითამაშებს. თუმცა, ყველაფერი მის კონკურენტებზე „ნაპოლისა“ და „მილანზეა“ დამოკიდებული.

„იუვენტუსი“ – „ინტერი“ 3:2 (2:1)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დანილო, დე ლიხტი, კიელინი, ალექს სანდრო; კუადრადო, ბენტანკური, რაბიო, კიეზა (დემირალი 70); კულუშევსკი (მაკკენი 58), რონალდუ (მორატა 70)

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; შკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი (ვესინო 78); ჰაკიმი, ბარელა, ბროჟოვიჩი, ერიკსენი (სენსი 73), დარმიანი (პერიშიჩი 46); ლაუტარო მარტინესი, ლუკაკუ

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლები: 1:0 რონალდუ (24), 1:1 ლუკაკუ (35, პენ), 2:1 კუადრადო (45), 2:2 კიელინი (83, ა.გ), 3:2 კუადრადო (88)

გაფრთხილება: კულუშევსკი (13), ბენტანკური (20, 55), კიელინი (86), კუადრადო (90) – დარმიანი (23), ლაუტარო მარტინესი (75), ბასტონი (78), ბროჟოვიჩი (88, 90)

გაძევება: ბენტანკური (55) – ბროჟოვიჩი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (7) – 7 (3) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე

შემთხვევითი სიახლე

ფაქტები და სტატისტიკა “ზენიტის” – “იუვეს” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში დეიან კულუშევსკის გოლით „ზენიტი“ 1:0 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩის …

დელ პიერო: “იუვესთვის” ასე უფრო ადვილია თამაშების მოგება”

ტურინის „იუვენტუსის“ თამაში „ზენიტთან“ მატჩის შემდეგ ალესანდრო დელ პიერომ შეაფასა. როგორც მან თქვა, „იუვესთვის“ ასე …