იტალიური მედია ჯანლუიჯი დონარუმასა და „იუვენტუსის“ შესახებ ისევ წერს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, 23 წლის იტალიელი მეკარე პარიზულ კლუბში თავს კომფორტულად არ გრძნობს, „იუვე“ კი სიტუაციას კვლავ აკვირდება.
ტურინელები იტალიელი კიპერის გადაბირებასთან ზაფხულში ახლოს იყვნენ, მაგრამ მაშინ ტრანსფერი არ შედგა, რადგან კლუბმა ვოიცეხ შჩესნის გაყიდვა ვერ მოახერხა. ამჯერად, დონარუმა თავისუფალი აგენტი აღარაა, მაგრამ მომავალში, ტურინული კლუბი დონარუმასთვის ბრძოლაში ისევ ფავორიტად რჩება.
სხვა იტალიურ კლუბში ჯიჯოს გადასვლა პრაქტიკულად გამორიცხულია უახლოეს მომავალში, „ბებერი ქალბატონისგან“ განსხვავებით. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.
მიმდინარე სეზონში ჯანლუიჯი დონარუმამ „პარი სენ ჟერმენში“ 18 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაუშვა.