მთავარი / სიახლეები / “იუვესთან” რამდენიმე ფეხბურთელს კონტრაქტი ეწურება – რას გადაწყვეტს კლუბი

“იუვესთან” რამდენიმე ფეხბურთელს კონტრაქტი ეწურება – რას გადაწყვეტს კლუბი

ტურინის „იუვენტუსის“ რამდენიმე ფეხბურთელს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს, 2023 წლის 30 ივნისს ეწურება. ზოგთან მიმართებაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ზოგთან კი ჯერ – არა.

მაგალითად, ალექს სანდროსა და ხუან კუადრადოს ხელშეკრულებებს არ გაუხანგრძლივებენ და შესაბამისად, მათ კლუბის დატოვება ზაფხულში მიუწევთ. ადრიენ რაბიოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არაა და მხარეები სავარაუდოდ, იანვარში მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

ანხელ დი მარიას შემთხვევაში განსხვავებული სიტუაციაა, რადგან არგენტინელ ფეხბურთელს სამშობლოში დაბრუნება სურს. თუ ის გადაიფიქრებს და კლუბსაც სურვილი ექნება მასთან თანამშრომლობის გაგრძელების, მაშინ გამორიცხული არაფერია. კიდევ ერთი მოთამაშე, რომელსაც კონტრაქტი ეწურება, კარლო პინსოლიოა, თუმცა მას იმდენად დაბალი ხელფასი აქვს, რომ ეკონომიკური საკითხები პრობლემა საერთოდ არ იქნება, ისევე, როგორც მასთან კონტრაქტის განახლება.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსმა” იანვარში შესაძლოა დანიელი მცველი დაიმატოს

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ბერგამოს „ატალანტასა“ და დანიის ნაკრების განაპირა მცველი იოაკიმ მაეჰლე დაიმატოს. 25 წლის …

რაბიო: “შეიძლება “იუვეში” დავრჩე ან წავიდე, ჯერ დრო მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ ფრანგულ მედიასთან თავის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაფერს გამორიცხავს …