ტურინის „იუვენტუსში“ ტრავმირებულთა სია გაიზარდა და ლაზარეთში სამუელ ილინგ-ჟუნიორმა გადაინაცვლა.
19 წლის ინგლისელმა ტრავმა „ემპოლისთან“ მატჩის მიწურულს მიიღო და როგორც სამედიცინო გამოკველაც აჩვენა, 20 დღე იუქმებს. ეს იმას ნიშნავს, რომ „იუვეს“ 2023 წლამდე ვერ დაეხმარება.
„იუვენტუსში“ ილინგს შანსი ბოლო მატჩებში მიეცა და „ბენფიკასა“ და „ლეჩესთან“ მან 3 საგოლე პასი გააკეთა. გარდა იმისა, რომ ნიჭიერი შემტევი კარგად თამაშობდა, „იუვეში“ ბევრი ტრავმირებულია და ამ დროს მისი გამოკლება სერიოზულ დანაკლისად შეიძლება მივიჩნიოთ.
აქვე გეტყვით, რომ „ლეჩესთან“ „იუვენტუსს“ ტრავმების გამო 10 ფეხბურთელი აკლდა.