ტურინის “იუვენტუსს” სუპერლიგის გამო პრობლემები არა მარტო უეფასთან, არამედ იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთანაც აქვს. პრეზიდენტმა გაბრიელე გრავიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ თუ “იუვე” სუპერლიგას არ დატოვებს, მომდევნო სეზონში სერია A-ში თამაშის უფლებას არ მისცემენ.
„ვიმედოვნებ, რომ ეს დავა შეიძლება მოგვარდეს, რაც შეიძლება მალე. დავიღალეთ ამ სამ კლუბსა (‘იუვენტუსი”, “მილანი”, “ინტერი”) და უეფას შორის მუდმივი ჩხუბით. იმედი მაქვს, შევძლებ „იუვენტუსსა“ და უეფას შორის მოდერატორის როლის შესრულებას. ეს არაა კარგი საერთაშორისო ფეხბურთისთვის, იტალიური ფეხბურთისთვის და თვითონ „იუვენტუსისთვის.
უკვე ვთქვით, რომ ფეხბურთის ფედერაცია პატივს სცემს წესებს, რომელიც ნათელია. თუ მომდევნო სეზონის რეგისტრაციის მომენტში „იუვენტუსი“ ისევ იქნება სუპერლიგის ნაწილი, სერია A-ში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ეს სამწუხარო ამბავი იქნება გულშემატკივრებისთვის, მაგრამ წესები წესებია და ყველას ეხება”, – განაცხადა გრავინამ.