მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” მომდევნო სეზონის საშინაო მაისური წარადგინა

“იუვენტუსმა” მომდევნო სეზონის საშინაო მაისური წარადგინა

ტურინი „იუვენტუსმა“ 2020-2021 წლების სეზონის საშინაო ფორმა წარმოადგინა და ტრადიციული შავ-თეთრი ზოლებიც დაბრუნდა, რამაც გულშემატკივრები ძალიან გაახარა.

აღსანიშნავია, რომ ახალი მაისურები პაულო დიბალამ და კრიშტიანუ რონალდუმაც წარადგინეს, რომელთა გუნდში დარჩენა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა.

„10 წელი სახლში“ – ეს დევიზი გასდევს ახალ მაისურებს და მიაინიშნებს, რომ „იუვე“ „ალიანც სთედიუმზე“ უკვე 10 წელია თამაშობს (2011 წლის სექტემბრიდან). “იუვენტუსი” ახალი მაისურებით პირველად ხვალ, იტალიის თასის ფინალში “ატალანტასთან” ითამაშებს.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …