ტურინის „იუვენტუსმა“ წინასასეზონო ტრადიციული საოჯახო ამხანაგური თამაში ჩაატარა და ვილარ პეროზაში „იუვენტუსის“ B გუნდს დაუპირისპირდა.
მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა 2:0 მოიგეს მანუელ ლოკატელისა და ლეონარდო ბონუჩის მიერ საწყის 15 წუთში გატანილი გოლებით.
არ უთამაშიათ, მაგრამ გუნდთან ერთად იყვნენ და ტიფოზებს შეხვდნენ პოლ პოგბა, ვესტონ მაკკენი და რაც მთავარია ფედერიკო კიეზა.
„იუვენტუსი“ მიმდინარე პრესეზონზე ბოლო ამხანაგურ თამაშს 7 აგვისტოს, თელ ავივში „ატლეტიკოსთან“ ჩაატარებს, სერია A-ს პირველ ტურში კი 15 აგვისტოს, „სასუოლოს“ შეხვდება.