ტურინის „იუვენტუსი“ ფრანკფურტის „აინტრატხის“ ნახევარმცველის ფილიპ კოსტიჩის შეძენასთან ახლოსაა.
Sportmediaset-ის ინფორმაციით, ტურინელებმა სერბ ფეხბურთელთან და „აინტრახტთანაც“ შეთანხმებას მიაღწიეს და 29 წლის გარემარბი იტალიაში გადაბარგდება.
წყაროს თანახმად, კოსტიჩის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს, ის „იუვესთან“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ერთი წლით განახლების ვარიანტით და სეზონში 2.5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება.