მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” კამბიასოს ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია

“იუვენტუსმა” კამბიასოს ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია

ტურინის „იუვენტუსმა“ ანდრეა კამბიასოს ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

რადუ დრაგუშინი დათანხმდა „ჯენოაში“ გადასვლას, რამაც ტრანსფერის გაჩარხვის შესაძლებლობა გააჩინა. „იუვე“ გენუურ კლუბს 4 მილიონ ევროს და რუმინელი მცველის სატრანსფერო უფლებებს დაუთმობს.

ამრიგად, კამბიასო, რომელიც მარცხენა მცველია, მაგრამ მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში, ტურინულ კლუბს შეუერთდება. თუმცა, არაა გამორიცხული „იუვემ“ ის სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ერთი სეზონი სხვა კლუბში გაანათხოვროს.

გასულ სეზონში იტალიის 21-წლამდე ნაკრების მცველმა „ჯენოას“ რიგებში 26 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …