ტურინის „იუვენტუსი“ ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესდა. იტალიური ვებგვერდი Tuttomercatoweb-ი წერს, რომ ქართველ ფეხბურთელს ტურინელთა წარმომადგენელბი 25 მარტს, საქართველოსა და ესპანეთის მატჩში დააკვირდებიან.
ამ ეტაპზე სხვა და უფრო მეტი დეტალი უცნობია. „იუვენტუსის“ გარდა, ხვიჩას იმავე თამაშში „მილანიც“ დააკვირდება და ბრძოლა იტალიურ კლუბებს შორის მიმდინარეობს.
გარდა ამისა, დაინტერესებულია გერმანული „დორტმუნდიც“. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინის“ ღირსებას იცავს და გუნდის გამორჩეული ფიგურაა.
Nome nuovo per #Juventus e #Milan che studiano il profilo dell’ala sinistra del #RubinKazan Khvicha #Kvaratskhelia. Sullo sfondo anche il #BorussiaDortmund. Il giocatore sarà visionato in occasione di #Georgia #Spagna fine mese. @TuttoMercatoWeb
— Alessio Alaimo (@alaimotmw) March 11, 2021