ტურინის „იუვენტუსი“ „მონაკოსა“ და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველის, აურელიან ჩუამენის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
იტალიური მედიის ცნობით, 21 წლის ფეხბურთელი ტურინელთა სიაში პირველი წერია და მის შეძენას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ეცდებიან. „იუვეს“ მიზანია, რომ ჩუამენი დაიმატოს, მაგრამ მანამდე აარონ რემზის ან ვესტონ მაკკენის გაყიდვა მოუწევს.
„იუვე“ რომელიმე ფეხბურთელმა უნდა დატოვოს, უელსელი და ამერიკელი კი მასიმილიანო ალეგრის გეგმაში არ შედიან და კლუბი ეცდება, ერთ-ერთი მაინც გაასხვისოს, რომ ჩუამენის ტრანსფერისთვის ფინანსები გამოძებნოს.
გარდა ამისა, ფრანგის ალტერნატივებიც დასახელდა – აქსელ ვიტსელი, დენის ზაქარია და რაიან გრავენბერხი.