ტურინის „იუვენტუსში“ არკადიუშ მილიკის ტრანსფერი გადაწყდა, რომელიც შუადღით ტურინში იქნება.
ახლა უკვე ლეანდრო პარედესია მთავარი სამიზნე და იტალიური მედია წერს, რომ „იუვე“ არგენტინელის ტრანსფერის წარმატებით დახურვასთანაც ძალიან ახლოსაა.
პარედესი „იუვენტუსს“ იჯარით და გამოსყიდვის ვალდებულებით შეუერთდება, რომელიც იმ შემთხვევაში გააქტიურდება, ფეხბურთელი პირად დონეზე გარკვეული პირობების დაკმაყოფილილებას თუ შეძლებს. სამხრეთამერიკელის ხელფასი თითქმის 8 მილიონი ევრო იქნება.
ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ისევ ისაა, რომ ტურინელებმა რომელიმე ნახევარმცველი უნდა გაუშვან. რახან ადრიენ რაბიოსა და არტურის ტრანსფერი შეუძლებელი ხდება, ბაზარზე მათი მსურველი კლუბის არარსებობს გამო, ყველაზე რეალური ვარიანტი დენის ზაკარიაა. შვეიცარიელით ბუნდესლიგის კლუბების გარდა, „რომაც“ დაინტერესდა და საქმე იქით მიდის, რომ შვეიცარიელის ტურინული თავგადასავალი ძალიან ხანმოკლე, 6-თვიანი გამოდგება.