„იუვენტუსი“ აგრძელებს ბრძოლას „ინტერისთვის“ 2006 წელს გადაცემული სკუდეტოს უკან დასაბრუნებლად.
ტურინულმა კლუბმა ეს გადაწყვეტილება ამჯერად Lazio Tar-ის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა. ბოლო წლებში „იუვემ“ სკუდეტოს დაბრუნება სამჯერ მოითხოვა, მაგრამ სამჯერვე უარი მიიღო, მათ შორის, 2011 და 2019 წლებში. მიუხედავად ამისა, კლუბი ბრძოლას არ წყვეტს.
ლაციოს რეგიონალურ ადმინისტრაციულ სასამართლოში სხდომა ჩაინიშნა და სასამართლო ამ საკუთხზე იმსჯელებს.