ტურინის „იუვენტუსი“ მატაის დე ლიხტთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. ამის შესახებ Tuttosport-ი იტყობინება.
ტურინული გაზეთის ცნობით, „იუვე“ ნიდერლანდელ მცველს კონტრაქტს, რომელიც 2024 წელს იწურება, ერთი წლით, 2025 წლამდე გაიფორმებს. ასე „იუვე“ თავს დაიზღვევს და ფეხბურთელის დაკარგვის საფრთხე დამდეგ ზაფხულს არ დაემუქრება. საქმე ისაა, რომ დე ლიხტით ძალიან სერიოზულად „ბარსელონა“ ინტერესდება.
შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტი „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ მან 108 შეხვედრაში 7 გოლის გატანა მოახერხა.