ტურინის „იუვენტუსის“ დირექტორთა საბჭომ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რის შედეგადაც, გაირკვა, რომ კლუბმა სარეკორდო ზარალი განიცადა.
„იუვენტუსმა“ გასული ერთი წლის განმავლობაში 254.3 მილიონი ევროს ზარალი განიცადა და მსგავსი უარყოფითი ბალანსი ისტორიაში არ ჰქონია.
არანაკლებ საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ბოლო 5 წელია „იუვენტუსის“ ბიუჯეტი უარყოფითი ბალანსით სრულდება, მაგრამ ეს წინა წლებში შესაბამისად, 19, 40, 90 და 210 მილიონ ევროს შეადგენდა, ახლა კი ყოველგვარ ზღვარს გადასცდა – 254 მილიონი ევრო.
იტალიური მედია წერს, რომ ამიტომაცაა, რომ კლუბი მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლებას ვერ ახერხებს, ტურინული კლუბის ფინანსური მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის.