ტურინის „იუვენტუსი“ ახალი სეზონისთვის მზადებას ოფიციალურად 10 ივლისიდან დაიწყებს, მაგრამ კონტინასას ბაზაზე ფეხბურთელების ნაწილი უკვე ემზადება.
დანილო, მოიზე კინი, დენის ზაკარია, დანიელე რუგანი, მატია პერინი, მარკო პიაცა, ლუკა პელეგრინი, ნიკოლო ფაჯოლი და 23-წლამდე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი ვარჯიშობს.
ინდივიდუალურად ემზადება ფედერიკო კიეზა, რომელსაც ტრავმა ჯერ არ მოუშუშებია და გუნდთან ერთად ვარჯიშს ვერ ახერხებს.