აარონ რემზი ტურინშია და გუნდთან ერთად ემზადება, მაგრამ უელსელი მასიმილიანო ალეგრის გეგმებში არ შედის, ის „იუვეს“ პროექტის მიღმაა.
რემზი, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „რეინჯერსში“ გაატარა, კლუბისთვის დიდი თავის ტკივილია. მას „იუვესთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მაღალი ხელფასი აქვს – 7 მილიონი ევრო.
აღსანიშნავია, რომ კლუბის განაცხადში რემზის 8-ნომრიანი მაისური საერთოდ გაქრა, რაც ცალსახად მიანიშნებს, რომ ალეგრი მის გამოეყენებას ახალ სეზონში საერთოდ არ აპირებს.
იტალიური მედია წერს, რომ ტურინელების მიზანია უელსელს კონტრაქტი გაუწყვიტონ, რათა მისი მაღალი ხელფასისგან გათავისუფლდნენ, რომელსაც რეალურად არაფრის სანაცვლოდ უხდიან.
შეგახსენებთ, რომ აარონ რემზი „იუვეს“ 2019 წელს უფასოდ შეუერთდა, მაგრამ სეზონში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და კლუბისთვის მოედანზე სარგებლის მოტანა ვერ მოახერხა.