მთავარი / სიახლეები / “იუვემ” ჩემპიონთა ლიგა წაგებით დაიწყო

“იუვემ” ჩემპიონთა ლიგა წაგებით დაიწყო

ტურინის „იუვენტუსმა“ სეზონი ჩემპიონთა ლიგაზეც დაიწყო და პირველ ტურში „პარი სენ ჟერმენთან“ დამარცხდა.

თუმცა, უშანსოდ არ წაუგია, როგორც ამის მოლოდინი იყო. არადა, თამაშის დასაწყისი „იუვესთვის“ კატასტროფული იყო, რადგან მეხ-5 და 22-ე წუთებზე კილიან მბაპემ ტურინელთა კარში ორი გოლი გაიტანა. ამ გოლებს შუაში იყო არკადიუშ მილიკის მაგარი მომენტი, როცა ჯანლუიჯი დონარუმამ პსჟ გადაარჩინა.

თუმცა, „იუვენტუსმა“ პირველი ტაიმი 3-5-2 სქემით ძალიან სუსტად ჩაატარა და 0:2 წააგო. მეორე ნახევარში ალეგრიმ მოედანზე ვესტონ მაკკენი შეუშვა, რომელმაც 53-ე წუთზე თავური დარტყმით გაიტანა და სხვაობა შეამცირა. ცოტა ხანში კი დუშან ვლაჰოვიჩს ჰქონდა მაგარი მომენტი, მაგრამ დონარუმა ისევ ბრწყინვალე იყო.

„იუვემ“ იბრძოლა, მაგრამ ვერ გაიტანა, პირიქით, ბოლოს პსჟ უფრო ახლოს იყო გოლთან. აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსმა“ პსჟ-თან ისტორიაში პირველად წააგო (მეცხრე მატჩში).

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგაზე ტურინელებმა წარუმატებელი სტარტი აიღეს და ისტორიაში მეორედ წააგეს პირველ ტურში.

ამავე ჯგუფის მეორე მატჩში „ბენფიკამ“ „მაკაბის“ მოუგო. ამრიგად, „იუვეს“ მეორე ტურში, როცა სწორედ „ბენფიკას“ უმასპინძლებს, ერთი კვირის შემდეგ.

„პარი სენ ჟერმენი“ – „იუვენტუსი“ 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 მბაპე (5), 2:0 მბაპე (22), 2:1 მაკკენი (53)

შემთხვევითი სიახლე

ზაკარია: “იუვე” ძალიან უკნიდან თამაშობდა, ალეგრისთან კონტაქტი თითქმის არ მქონდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დენის ზაკარიამ განაცხადა, რომ იტალიაში მისი სტილისთვის შესაფერისი ფეხბურთი არ არის, …

დე ლიხტი: “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგის მოგების უფრო დიდი ამბიცია აქვს, ვიდრე “იუვეს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა მატაის დე ლიხტმა განაცხადა, რომ მისი კარიერისთვის „ბაიერნში“ გადასვლა წინ გადადგმული …