მთავარი / სიახლეები / “იუვემ” შესაძლოა “შახტარის” ნახევარმცველი უფასოდ დაიმატოს

“იუვემ” შესაძლოა “შახტარის” ნახევარმცველი უფასოდ დაიმატოს

ფიფამ უკრაინასა და რუსეთში მოთამაშე უცხოელებს 7 აპრილამდე კლუბების უფასოდ დატოვების უფლება მისცა, რითაც შესაძლოა „იუვენტუსმა“ ისარგებლოს.

იტალიური მედია წერს, რომ ტურინული გრანდი დონეცკის „შახტარის“ 21 წლის ბრაზილიელი ცენტრალური ნახევარმცველის, მარკოს ანტონიოს გაფორმებაზე ფიქრობს.

საქმე ისაა, რომ „იუვეს“ ნახევარდაცვაში ისევ პრობლემები აქვს, რადგან ვესტონ მაკკენი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს, ჯერჯერობით ტრავმირებულია დენის ზაკარიაც და მასიმილიანო ალეგრის არჩევანი არ აქვს – მხოლოდ მანუელ ლოკატელი, არტური და ადრიენ რაბიო დარჩა ხელმისაწვდომი. ამიტომაც, მარკოს ანტონიოს უფასოდ დამატება ზაფხულამდე შესაძლოა გამოსავალი იყო.

მიმდინარე სეზონში ანტონიომ “შახტარის” რიგებში 28 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

შემთხვევითი სიახლე

პესოტო: “სპორტინგი” ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი და ძლიერი გუნდია”

ევროპა ლიგის წილისყრა ჯანლუკა პესოტომ შეაფასა. როგორც მან თქვა, „სპორტინგი“ ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ამიტომაც, …

სერსე კოზმი: “იუვეში” ჰოლანდიც ვარჯიშობდა და კვარაცხელიაც ხელიდან გაუშვეს”

იტალიელმა მწვრთნელმა სერსე კოზმიმ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნაპოლიმდე“ ტურინის „იუვენტუსი“ მუშაობდა. მან ასევე …