მთავარი / სიახლეები / “იუვემ” შესაძლოა პელეგრინი გერმანიაში გაანათხოვროს

“იუვემ” შესაძლოა პელეგრინი გერმანიაში გაანათხოვროს

ტურინის „იუვენტუსი“ შესაძლოა ლუკა პელეგრინიმ დატოვოს. რომეო აგრესტის ინფორმაციით, ფრანკფურტის „აინტრახტი“ სერიოზულ ინტერესს იჩენს.

გერმანულ კლუბთან მოლაპარაკებები ერთწლიან იჯარაზე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია. „იუვენტუსი“ პელეგრინის თუ გაუშვებს, გუნდში მხოლოდ ერთი ნომინალური მარცხენა მცველი დარჩება – ალექს სანდრო.

Sky Sport-ი იტყობინება, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია და პელეგრინი პარასკევს სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ლუკამ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანა. ის „იუვემ“ 2019 წელს „რომადან“ დაიმატა, თუმცა, იჯარით ჯერ „კალიარიში“ და შემდეგ „ჯენოაში“ ჰყავდა გაშვებული.

შემთხვევითი სიახლე

ფაჯოლის ძმა: “ნიკოლომ “იუვეს” გამო უარი “მანჩესტერს” და “ინტერს” უთხრა”

ნიკოლო ფაჯოლის ძმამ, ალესანდრო ფაჯოლიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც თავისი ძმის შესახებ ვრცლად ისაუბრა. …

მილინკოვიჩ-სავიჩი, რაბიო და მაკკენი – “იუვეს” გეგმები ნახევარდაცვაში

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში რომის „ლაციოდან“ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ყიდვას კიდევ ერთხელ ეცდება. იტალიური მედიის ცნობით, „ბიანკონერი“ …