მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვემ” “სპეცია” მორატას გოლით დაამარცხა

“იუვემ” “სპეცია” მორატას გოლით დაამარცხა

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 28-ე ტურში „სპეციას“ უმასპინძლა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

მაქს ალეგრის გუნდმა ისევ დიდი დანაკლისით ითამაშა და ამიტომაც, მორიგი 3 ქულის მითვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თანაც, კონკურენტ „ატალანტას“ წაგებით კარგად ისარგებლა.

მატჩის ბედი 21-ე წუთზე ალვარო მორატას ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. დანიელე რუგანიმ მეტოქის პასი ჩაჭრა, დუშან ვლაჰოვიჩმა მანუელ ლოკატელი მოძებნა, რომელმაც მორატა კარგ პოზიციაზე დატოვა და ესპანელმა შეაგდო. ეს ერთადერთი გოლი გამოდგა.

„იუვენტუსმა“ 53 ქულა დააგროვა და ისევ მეოთხე ადგილზეა, თუმცა, გუნდის პერსპექტივები სატურნირო ცხრილთან დაკავშირებით ახლა გაცილებით კარგია, ვიდრე მანამდე იყო.

მასიმილიანო ალეგრის გუნდი მომდევნო ტურში სტუმრად გენუის „სამპდორიას“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

“ლიდსმა” მაკკენის შეუთანხმდა, “იუვესთან” მოლაპარაკებები გრძელდება

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ვესტონ მაკკენი „ლიდს იუნაიტედში“ გადასვლასთან ახლოსაა. იტალიური მედიის ცნობით, 24 წლის ფეხბურთელსა …

პოგბა და ვლაჰოვიჩი “მონცასთან” მატჩისთვის მზად იქნებიან: ტესტმა კარგი პასუხი აჩვენა

ტურინის „იუვენტუსისთვის“ ურთულეს პერიოდში კარგი ამბავიცაა, რადგან დუშან ვლაჰოვიჩი და პოლ პოგბა სათამაშოდ მზად არიან. …