ტურინის „იუვენტუსმა“ „პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველ ლეანდრო პარედესთან პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია. ინფორმაცია ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა.
წყაროს თანახმად, არგენტინელი ფეხბურთელი იტალიაში დაბრუნებაზე თანახმაა და პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია. ახლა დარჩენილია პსჟ-სთან შეთანხმება, რომელიც მხოლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს.
ლეანდრო პარედესს იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს, რადგან სამხრეთამერიკელი ნახევარმცველი პსჟ-მდე, „რომასა“ და „ემპოლიში“ თამაშობდა.