მთავარი / სიახლეები / “იუვემ” ბრემერის ტრანსფერზე “ტორინოსთან” შეთანხმებას მიაღწია

“იუვემ” ბრემერის ტრანსფერზე “ტორინოსთან” შეთანხმებას მიაღწია

გლეისონ ბრემერი „იუვენტუსთან“ ძალიან ახლოსაა. იტალიური მედიის ცნობით, „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობამ „ტორინოსთან“ შეთანხმებას მიაღწია.

„ხარები“ 25 წლის ბრაზილიელი მცველის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს მიიღებენ, რასაც ბონუსის სახით 7 მილიონი ევრო დაემატება.

ახლა „იუვემ“ შეთანხმებას ფეხბურთელის აგენტთან პირად კონტრაქტზე უნდა მიაღწიოს, თუმცა, ეს პრობლემას არ წარმოადგენს და სულ მალე ბრემერი ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდება.

სამხრეთამერიკელი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში მისი ხელფასი 4 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ გლეისონ ბრემერი „ტორინოში“ 2018 წლიდან თამაშობს და 110 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ფაჯოლის ძმა: “ნიკოლომ “იუვეს” გამო უარი “მანჩესტერს” და “ინტერს” უთხრა”

ნიკოლო ფაჯოლის ძმამ, ალესანდრო ფაჯოლიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც თავისი ძმის შესახებ ვრცლად ისაუბრა. …

მილინკოვიჩ-სავიჩი, რაბიო და მაკკენი – “იუვეს” გეგმები ნახევარდაცვაში

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში რომის „ლაციოდან“ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ყიდვას კიდევ ერთხელ ეცდება. იტალიური მედიის ცნობით, „ბიანკონერი“ …