მთავარი / სიახლეები / იტალიური მედია: დი მარია “იუვენტუსის” ფეხბურთელია

იტალიური მედია: დი მარია “იუვენტუსის” ფეხბურთელია

ანხელ დი მარიასა და „იუვენტუსს“ შორის საბოლოო შეთანხმება შედგა, აბსოლუტურად ყველა დეტალზე. ინფორმაციას რომეო აგრესტი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, დი მარია უკვე „იუვეს“ ფეხბურთელია და მხოლოდ ოფიციალური განცხადების გაკეთება რჩება. არგენტინელი ტურინულ გრანდს პოლ პოგბამდე შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ დი მარია თავისუფალი აგენტია, შესაბამისად, „იუვე“ ამ ტრანსფერში ფულს არ გადაიხდის.

არგენტინელს კარიერის განმავლობაში „როსარიო სენტრალში“, „ბენფიკაში“, „რეალში“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „პარი სენ ჟერმენში“ უთამაშია.

შემთხვევითი სიახლე

ფაჯოლის ძმა: “ნიკოლომ “იუვეს” გამო უარი “მანჩესტერს” და “ინტერს” უთხრა”

ნიკოლო ფაჯოლის ძმამ, ალესანდრო ფაჯოლიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც თავისი ძმის შესახებ ვრცლად ისაუბრა. …

მილინკოვიჩ-სავიჩი, რაბიო და მაკკენი – “იუვეს” გეგმები ნახევარდაცვაში

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში რომის „ლაციოდან“ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ყიდვას კიდევ ერთხელ ეცდება. იტალიური მედიის ცნობით, „ბიანკონერი“ …