მთავარი / სიახლეები / იტალიელი ჟურნალისტი: “იუვეს” ფანები ამ გუნდით და ხელმძღვანელობით დაიღალნენ”

იტალიელი ჟურნალისტი: “იუვეს” ფანები ამ გუნდით და ხელმძღვანელობით დაიღალნენ”

იტალიელმა ჟურნალისტმა ტონი დამაშელიმ „იუვენტუსზე“ ისაუბრა და თქვა, რომ ტურინული გუნდის ფანები ამ გუნდით და ხელმძღვანელობით დაიღალნენ. ამიტომაც არის, რომ „ალიანც სთედიუმზე“ ყველა თამაშზე 10 000 ადგილი მაინც ყოველთვის ცარიელია, რაც წინა წლებში არ ხდებოდა.

„იუვენტუსის“ მინიმუმ 10 000 გულშემატკივარი არსებობს, რომლებიც ამ გუნდით და ამ ხელმძღვანელობით დაიღალნენ. „იუვეს“ პარიზში უნდა ეთამაშა, მაგრამ ჯერ ფლორენციაში თამაშობდა და მოედანზე ვლაჰოვიჩი არ გაიყვანეს, თქვეს, რომ პარიზული მატჩისთვის სჭირდებოდათ, მაგრამ იქამდე ამ თამაშზე თქვეს, რომ მნიშვნელოვანი არ იყო.

„ბენფიკასთან“ შეხვედრაში იცოდნენ, რომ მილიკი „მონცასთან“ ვერ ითამაშებს, მაგრამ ის შეცვალეს და ვლაჰოვიჩი არა. ვინ შევიდა მოედანზე მილიკის ნაცვლად? ფაჯოლი. თამაშის შემდეგ ფეხბურთელები მიდიან ფანებთან, იღებენ შეურაცხყოფას და ამ დროს მწვრთნელი მხოლოდ კამერებთან ჩნდება. არავინ იცის მომავალი, მონტერო შეიძლება იყოს მომავალი მწვრთნელი, რადგან შეიძლება ალეგრი „სპონტანურად“ გადადგეს“, – თქვა დამაშელიმ.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …