ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა ანხელ დი მარიასა და ფედერიკო კიეზას შესახებ ისაუბრა. როგორც სერბმა აღნიშნა, დი მარია დიდებული ფეხბურთელია, ხოლო კიეზას დაბრუნებას და მასთან ერთად თამაშს მოუთმენლად ელოდება.
„ჩვენ ყველანი ვიცნობთ დი მარიას, ვიცით, როგორი ფეხბურთელია: დიდი ჩემპიონი დიდი კარიერით. მან გაიტანა გოლები, გააკეთა საგოლე პასები, დიდებული კარიერა აქვს. აღფრთოვანებული ვარ, რომ მასთან ერთად ვიმუშავებ. მინდა, რომ შარშანდელზე უკეთესად ვითამაშო.
დი მარიას და პოგბას მოსვლით ტაქტიკურად რაღაც შეიცვლება, რა თქმა უნდა, თუმცა, არ ვიცი, რა. მწვრთნელის განკარგულებაში ვარ ნებისმიერ სქემაში. მინდა ვისწავლო, მოთმინება უნდა გამოვიჩინო, ვიმუშაო და ვიცი, რომ ყველა მიზანი, რაც მაქვს, მივაღწევ. შარშან, „იუვეში“ იანვარში მივედი, ახლა კი ახალი სეზონი თავიდან იწყება. ვემზადებით იმისთვის, რომ საუკეთესო ვიყოთ. გვინდა ყველაფერი მოვიგოთ, რაც გასულ სეზონში ვერ მოვიგეთ.
მოუთმენლად ველოდები კიეზას დაბრუნება, მასთან ერთად უკვე მითამაშია და ვიცი, რა შეუძლია მას. გარდა ამისა, „იუვეში“ მოუმატა. ის შესანიშნავია და ერთი სული მაქვს, რომ მასთან ერთად ვითამაშო და ერთად გავიმარჯვოთ“, – თქვა ვლაჰოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ახალი სეზონისთვის მომზადება დაიწყო, სერია A-ს პირველი ტური კი ზუსტად ერთ თვეში, 13 აგვისტოს შედგება და „იუვეს“ მეტოქე „სასუოლო“ იქნება.