ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ლეონარდო ბონუჩი „ვილიარეალთან“ ვერ ითამაშებს. 34 წლის ფეხბურთელი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის გამოჯანმრთელებას ვერ ახერხებს.
მიმდინარე წელი ლეონარდოსთვის წარუმატებლად დაიწყო და 2022 წელს მხოლოდ 4 თამაში ჩაატარა. ბოლოს მან 26 თებერვალს „ემპოლისთან“ ითამაშა და ვარაუდობდნენ, რომ დაზიანება სერიოზული არ იქნებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია როდის დაბრუნდება. ეს არამარტო „იუვესთვის“, არამედ იტალიის ნაკრების პრობლემაცაა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩები კარსაა მომდგარი.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ბონუჩიმ ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.