ვეტერანმა იტალიელმა მსაჯმა გრაციანო ჩეზარიმ „იუვენტუსი“ – „ინტერის“ მატჩში მთავარი არბიტრის მასიმილიანო ირატის მუშაობა შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, მეორე ტაიმის დასაწყისში დენის ზაკარიაზე ალესანდრო ბასტონიმ თამაშის წესი საჯარიმოში დაარღვია და პენალტი უნდა დანიშნულიყო.
„53-ე წუთზე ირატიმ ბატონის მხრიდან ზაკარიაზე ჯარიმა დააფიქსირა, მაგრამ გასარკვევი იყო წესი საჯარიმოში დაირღვა თუ მის გარეთ. ყურადღება ამ შემთხვევაში უნდა მიექცეს ფეხს და არა ბურთს. ზაკარის ფეხი საჯარიმოს ხაზზე აქვს და ბასტონის საჯარიმოში. ბურთი შორს არის, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. ეს პენალტია. მსაჯებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, ობიექტურად პენალტი უნდა დაენიშნათ“, – თქვა ჩეზარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 59 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 9 აპრილს სტუმრად „კალიარისთან“ ჩაატარებს.