მემფის დეპაის სატრანსფერო საგა გრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია „იუვენტუსს“ აქტიურად უკავშირებენ, ამ დრომდე ვერ მოხერხდა ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურება.
კატალონური გამოცემა Sport-ი იტყობინება, რომ დეპაის ტრანსფერი საბოლოოდ გადაწყდა და შესაძლოა, დღეს ამის შესახებ ოფიციალური განცხადებაც გაკეთდეს. როგორც ჩანს, ნიდერლანდელმა „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწია.
მემფის დეპაი „იუვესთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში მისი ხელფასი 7.5 მილიონი ევრო იქნება (მანამდე იწერებოდა, რომ წელიწადში 5 მილიონს მიიღებდა).
მემფის დეპაიმ გასულ სეზონში „ბარსელონას“ რიგებში 13 გოლი გაიტანა. მანამდე 28 წლის შემტევი პსვ ეინდჰოვენში, „მანჩესტერსა“ და „ლიონში“ თამაშობდა.