ტურინის „იუვენტუსი“ მომდევნო სეზონისთვის მარცხენა მცველს ეძებს, რადგან ალექს სანდროს კონტრაქტი ეწურება და მასთან თანამშრომლობის განახლება არ იგეგმება.
როგორც ესპანური გამოცემა Sport-ი წერს, ტურინელები „ბარსელონას“ მცველის, ჟორდი ალბას მიმართ კონკრეტულ ინტერესს იჩენენ. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ „იუვეს“ 33 წლის ფეხბურთელის უფასოდ გადაბირება უნდა.
ალბას „ბარსასთან“ კონტრაქტი 2024-წლამდე აკავშირებს, მაგრამ კლუბის გეგმებში ის აღარ შედის, ამიტომაც, არაა გამორიცხული, ესპანელებმა ზაფხულში მას ხელშეკრულებაც გაუწყვიტონ.
ჟორდი ალბა „ვალენსიას“ აღზრდილია, თუმცა 2012 წლიდან „ბარსელონას“ რიგებში თამაშობს.