ბარსელონას მემფის დეპაი ტრანსფერზე ჰყავს დაყენებული, რადგან რობერტ ლევანდოვსკისა და რაფინიას შეძენის შემდეგ ნიდერლანდებისთვის გუნდში ადგილი პრაქტიკულად არ დარჩა.
„ბარსა“ დეპაისთვის ახალ კლუბს ეძებს და მისი სატრანსფერი ფასიც დაადგინა – 20 მილიონი ევრო. Mundo Deportivo იტყობინება, რომ ამ ეტაპზე მემფისის შეძენის ყველაზე დიდი შანსი „იუვენტუსს“ აქვს.
ტურინული გრანდი დუშან ვლაჰოვიჩის დუბლიორს აქტიურად ეძებს და დეპაიც მათ სიაშია. ამდენად, შესაძლოა, მხარეებმა მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულონ.
შეგახსენებთ, რომ მემფის დეპაი „ბარსელონას“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და 38 მატჩში 13 გოლი გაიტანა. მანამდე ნიდერლანდელი პსვ ეინდჰოვენის, „მანჩესტერისა“ და „ლიონის“ რიგებში თამაშობდა. 28 წლის შემტევს ნიდერლანდების ნაკრებში 80 შეხვედრაში 42 გოლი აქვს გატანილი, საიდანაც 17 მხოლოდ 2021 წელს გაიტანა.