ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ განაცხადა, რომ „იუვენტუსში“ ფეხბურთელები კლუბის სიყვარულის გამო მიდიან, „მანჩესტერსა“ და პსჟ-ში კი ფულისთვის.
„ფეხბურთელები „მანჩესტერ იუნაიტედში“ ფულის გამო მიდიან და არა ისტორიისთვის. ისინი პსჟ-ში მიდიან ფულისთვის და ლამაზ ქალაქში საცხოვრებლად. სწორედ ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ „იუვენტუსი“ შეინარჩუნებს მენტალიტეტს, რომელიც აქვს. ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც ვლაჰოვიჩი და ლოკატელი არიან, „იუვე“ აქ მოსვლამდეც უყვარდათ. ეს არის ის, რაც კლუბში უნდა შეინარჩუნონ“, – თქვა ევრამ.
აღსანიშნავია, რომ ფრანგმა ეს კომენტარი „ვილიარეალთან“ მატჩის დაწყებამდე გააკეთა. შეგახსენებთ, რომ პატრის ევრა „იუვენტუსში“ 2014 წლის ზაფხულიდან 2017 წლის იანვრამდე თამაშობდა.