მთავარი / სიახლეები / ევრა: “ასეთი “იუვეს” ნახვით იმედგაცრუებული ვარ, გუნდს მოგების სურვილი არ ჰქონდა”

ევრა: “ასეთი “იუვეს” ნახვით იმედგაცრუებული ვარ, გუნდს მოგების სურვილი არ ჰქონდა”

ჩემპიონთა ლიგაზე ტურინის „იუვენტუსის“ მარცხს პატრის ევრა გამოეხმაურა. ფრანგმა ფეხბურთელმა თამაში Prime Video-ს ეთერში შეაფასა და ყოფილი კლუბის მისამართით კრიტიკა არ დაუშურებია.

„თუ ოთხ აშკარა საგოლე მომენტს ვერ გამოიყენებ, ძვირად დაგიჯდება. „იუვეს“ ახლა აშკარად უჭირს და სიტუაცია უნდა გამოსწორდეს. „იუვეს“ ამ თამაშის მოგება არ უცდია. პირველ ტაიმში კი, მაგრამ მეორე ტაიმში ასე არ იყო. ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ „იუვეს“ მიერ გამოჩენილი სახით. სერია A-შიც ალეგრი სასწაულებს აკეთებს, რადგან ხარისხი გუნდში არ არის, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში. გვყავდა მარკიზიო, ვიდალი, პირლო, პოგბა. არ მინდა წარსულზე საუბარი, მაგრამ ეს „იუვეა“. არ მინდა, მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე ვისაუბრო, მაგრამ არტური თამაშის შეცვლას ვერ ახერხებს. ეს იყო დღეს მნიშვნელოვანი, რაც მან ვერ მოახერხა.

ისინი სწორი მიმართულებით მიდიან, როცა ყიდულობენ ვლაჰოვიჩს, რადგან მსგავსი მოთამაშეები გაიზრდებიან. რამდენი თამაში აქვს ვლაჰოვიჩს ჩემპიონთა ლიგაზე? ბევრი არა. მაგრამ მისი თამაში… ხალხმა ვერ დაინახა რამდენიმე მოძრაობა გააკეთა მან ბურთის მისაღებად. წარმოუდგენელი იყო. ვინც ფეხბურთი კარგად არ იცის, იტყვის, რომ კარგი მატჩი არ ჰქონია. ეს გახლდათ ჩემპიონთა ლიგის მატჩი, მისთვის ეს სიახლეა, მიუხედავად ამისა, უკვე შესანიშნავი მოთამაშეა და ასევე ვფიქრობ, რომ „იუვე“ დღეს ბურთს ძალიან ნელა ფლობდა“, – თქვა ევრამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ვილიარეალთან“ ორი მატჩის ჯამში 1:4 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში ზედიზედ მესამედ გამოეთიშა.

შემთხვევითი სიახლე

როველა გვარდიოლას მოსწონს – ვითარება “იუვეს” ნახევარდაცვაში და პერსპექტივები

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ნიკოლო როველა მიმდინარე სეზონს იჯარით „მონცაში“ ატარებს, თუმცა, ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული …

“იუვენტუსი” 6 დეკემბერს შეიკრიბება, ორი ამხანგური მატჩიც დაიგეგმა

ტურინის „იუვენტუსი“ მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეულ თვესა და 3 კვირას გამოიყენებს და შეკრებას გაივლის, რომლის ფარგლებში …