ტურინის „იუვენტუსში“ დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. იტალიური მედია იტყობინება, რომ კლუბებს შორის შეთანხმება შედგა.
„იუვენტუსი“ „ფიორენტინას“ 60 მილიონ ევროს და ბონუსებს გადაუხდის, ფეხბურთელს კი 5-წლიან კონტრაქტს, სეზონში 7 მილიონი ევროს ანაზღაურებით გაუფორმებს. მოსალოდნელია, რომ სერბი ხუთშაბათს ან პარასკევს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბს შეუერთდება.
21 წლის სერბმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 23 მატჩში 20 გოლი გაიტანა, სერია A-ში თავი 17-ჯერ გამოიჩინა და ბომბარდირთა დავას ლიდერობს, ხოლო გასულ სეზონში მან 40 თამაშში 21 გოლი გაიტანა.