მთავარი / სიახლეები / დონარუმა “იუვენტუსს” ისევ დაუკავშირეს

დონარუმა “იუვენტუსს” ისევ დაუკავშირეს

ტურინის „იუვენტუსში“ ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერზე იტალიური მედია ისევ ალაპარაკდა. 22 წლის მეკარე პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება და ამიტომაც, მისი მდგომარეობით უკმაყოფილოა.

როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები წერენ, მინო რაიოლამ დონარუმას „იუვენტუსში“ გადაყვანა შესაძლოა ზაფხულში სცადოს, რადგან ჯიჯოს კონკურენტ კეილორ ნავასს პსჟ-სთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და დონარუმამ არ აპირებს შანსის მისაღებად ამდენ ხანს ლოდინს ან თუნდაც მონაცვლეობით თამაშს.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ პსჟ-ს წამყვან ფეხბურთელებს ურჩევნიათ მათი გუნდის კარს ნავასი იცავდეს, რაც მაურისიო პოჩეტინოს გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს.

დონარუმას ტრანსფერის ხელისშემშლელი ფაქტორი „იუვეში“ კვლავ ვოიცეხ შჩესნია, რომლის ხელფასი 7 მილიონი ევროა. ამიტომაც, ტურინელებს მომდევნო ზაფხულში მოუწევთ, არამარტო დონარუმას დამატებაზე იზრუნონ, არამედ შჩესნის გაყიდვაზე.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მდე დონარუმა „იუვენტუსში“ გადასვლასთან იყო ახლოს, მაგრამ შჩესნის გამო ტრანსფერი არ შედგა.

შემთხვევითი სიახლე

ალესანდრო დელ პიერომ სამწვრთნელო ლიცენზია აიღო

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ სამწვრთნელო ლიცენზია აიღო – უეფას A კატეგორია. კოვერჩანოში ჩატარებულ …

დიბალამ გუნდთან ერთად ივარჯიშა და “ინტერთან” განაცხადში იქნება

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო. ამის შესახებ იტალიური მედია …