ანხელ დი მარიას „იუვენტუსში“ ტრანსფერი გადაწყვეტილია. 34 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ჯერ კიდევ იბიცაზე იმყოფება, სადაც შვებულებას ატარებს, მაგრამ არაუგვიანეს 9-10 ივლისს ტურინში ჩავა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს.
დი მარიას აგენტი ლისანდრო პიროსანტო იტალიაში გაემგზავრა, რაღა საბოლოო დეტალები დაადგინოს. დი მარია „იუვეს“ 1 წლით შეუერთდება და ხელფასის სახით 6 მილიონ ევროს მიიღებს.
გარდა ამისა, იტალიური მედია წერს, რომ 10 ივლისს, დი მარიას გარდა, სამედიცინო შემოწმებას პოლ პოგბაც გაივლის, რომელიც ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება „ბებერ ქალბატონს“.
აქვე გეტყვით, რომ „იუვენტუსი“ ახალი სეზონისთვის მზადებას სწორედ 10 ივლისს დაიწყებს.