ტურინის „იუვენტუსის“ პირველი ახალწვეულები 2022-2023 წლების სეზონისთვის ანხელ დი მარია და პოლ პოგბა იქნებიან.
იტალიელი ჟურნალისტი რომეო აგრესტი იტყობინება, რომ დი მარია ტურინში პარასკევს იქნება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ხოლო შაბათს, უკვე J Medical-ს პოგბა ეწვევა.
ორივე ფეხბურთელს „იუვენტუსი“ უფასოდ იმატებს, რადგან ისინი თავისუფალი აგენტები არიან.
შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას 10 ივლისიდან დაიწყებს.