არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ ტურინის „იუვენტუსის“ ინტერესი დაადასტურა. როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია.
„იუვე“ იტალიაში ყველაზე დიდი კლუბია და ერთ-ერთი გუნდია, რომელიც ჩემით დაინტერესებულია. თუმცა, ამჟამად ვფიქრობ, აქცენტი შვებულებასა და ოჯახზე მაქვს გაკეთებული“, – თქვა დი მარიამ.
შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარია თავისუფალი აგენტია და „იუვენტუსი“ მის პასუხს რამდენიმე დღეა ელოდება.